Accessibility links

site logo site logo

ირანში შეხვედრები გამართა გაეროს უმაღლესმა წარმომადგენელმა ატომური ენერგეტიკის საკითხებში


კორნელ ფერუცა და ალი სალეჰი

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ( IAEA) მოქმედი ხელმძღვანელი, კორნელ ფერუცა, თეირანში ჩავიდა და ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა თეირანის მხრიდან „სურლყოფილი და დროული თანამშრომლობის“ აუცილებლობას გაეროს ბირთვული შეთანხმებების ფარგლებში.

კორნელ ფერუცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფს და ასევე ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ალი აკბარ სალეჰის შეხვდა.

ამ ვიზიტის ფონია ირანის მიერ რიგ საერთაშორისო ვალდებულებებზე უარის თქმა.

გასულ კვირაში თეირანმა ევროკავშირს აცნობა, რომ უარი თქვა თავის ბირთვული პროგრამის გარშემო მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან 2015 წელს მიღწეული შეთანხმებით დაწესებულ ლიმიტზე, რითაც კიდევ უფრო შეამცირა ნაკისრი ვალდებულებები მას შემდეგ, რაც გასულ წელს შეთანხმება დატოვა აშშ-მა.

ხოლო 7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ირანმა დაიწყო უახლეს ცენტრიფუგებში ურანის გაზების ჩატუმბვა, რაც მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებსა და ირანს შორის 2015 წლის მიღწეული საერთაშორისო შეთანხმების დარღვევაა.

ამის შესახებ ირანის ატომური ენერგეტიკის უწყების პრესმდივანმა, ბეჰრუზ კამალვანდიმ განაცხადა 7 სექტემბერს, ორ დღეში მას შემდეგ, რაც თეირანისგან გაისმა გაფრთხილება, რომ აპირებდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმას აშშ-ის პასუხად, რომელმაც ხელშეკრულება შარშან დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG