Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირის საქმის არსებითი განხილვა იწყება


საპროტესტო აქცია „გავრილოვის პატიმრები“
საპროტესტო აქცია „გავრილოვის პატიმრები“

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაიწყება 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირის საქმის არსებითი განხილვა. დღევანდელ სხდომაზე შესავალი სიტყვით დაცვისა და ბრალდების მხარეები წარდგებიან.

27 აგვისტოს მოსამართლე ლევან გელოვანმა 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული შვიდი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა. ადვოკატები აღკვეთოს პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდნენ.

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ 7 პირს ბრალად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე გაიმართება საპროტესტო აქცია სახელწოდებით - „გავრილოვის პატიმრები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG