Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვრიტიშვილი: პოლიტიკური ჯგუფები კანდიდატებზე თავდასხმით შეეცდებიან დივიდენდების დაგროვებას


დიმიტრი გვრიტიშვილი
დიმიტრი გვრიტიშვილი

„მე ვფიქრობ, რომ გაგრძელდება ისევ კრიტიკული შეკითხვების დასმა, ახლა უფრო მეტი სუბიექტის მონაწილეობით, იმიტომ რომ აქ მხოლოდ ორი წევრის დესტრუქციული ქმედებების შედეგად ხდებოდა გარკვეული სიმწვავის ელემენტების შეტანა პროცესში. იქაც არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან, რომ საკუთარი პოლიტიკური დივიდენდები დააგროვონ კანდიდატებზე თავდასხმით“, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატურების პარლამენტში განხილვის საკითხის კომენტირებისას.

დიმიტრი გვრიტიშვილი იმედოვნებს, რომ შერჩეული კანდიდატები თავიანთი კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის დონით, ნამდვილად იმსახურებენ, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერაც მოიპოვონ.

„პროცედურა დარეგულირებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, იურიდიულ კომიტეტში ხდება კანდიდატების საჯარო მოსმენა, დაველოდოთ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მიერ წარდგენილ კანდიდატებს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა საბოლოოდ ექნებათ“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციან სიას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 4 სექტემბერს უყარა კენჭი. სია დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG