Accessibility links

site logo site logo

პრეზიდენტის პრესსპიკერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს


პრეზიდენტის ადმინისტაციაში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ხატია მოისწრაფიშვილი აღარ შეასრულებს პრესსპიკერის მოვალეობას. „დღეის მდგომარეობით ის ადმინისტრაციის თანამშრომელია“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრესსპიკერის გათავისუფლების მიზეზს არ განმარტავენ. რადიო თავისუფლებამ ვერ მოახერხა თავად ხატია მოისწრაფიშვილთან დაკავშირება ინფორმაციის გადასამოწმებლად.

უცნობია, უკავშირდება თუ არა ხატია მოისწრაფიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება, მის მიერ საჯაროდ აზრის გამოხატვას.

7 სექტემბერს ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ „სირცხვილია!!! პრეზიდენტის პრესსპიკერს, სამსახურიდან წასვლა აიძულო, იმის გამო, რომ კრიტიკული ტელევიზიის, საინფორმაციო სამსახურის უფროსს, რომელიც მისი მეგობარია, რომელთან ერთადაც ბევრი წელი იმუშავა, პოსტი მიუძღვნა“.

ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერად მუშაობდა, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG