Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჩუგოშვილი: ძალაუფლების კონცენტრაციაზე ლაპარაკი სრული აბსურდი მგონია 


თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი

„ერთადერთი, რაც მმართველ ძალას სჭირდება, ეს არის მოსახლეობისთვის ეფექტური მმართველობის ჩვენება იმისთვის, რომ სურვილი ჰქონდეთ, ჩვენს პოლიტიკურ ძალას ნდობა გამოუცხადონ. ერთადერთი ეს არის, მეტი ინტერესი, ბუნებრივია, ვერ იქნება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა. მისი განმარტებით, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის მიზანი არის მთავრობის ეფექტურობა და არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მობილიზება:

„რაც შეეხება ძალაუფლების კონცენტრაციას, ამაზე ლაპარაკი სრული აბსურდი მგონია. დეკონცენტრაციისთვის ყველაზე მაქსიმუმი რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება. იცით, რომ პარლამენტი იხილავს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. საარჩევნო სისტემის ცვლილება უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი იყოს, ბევრი პოლიტიკური ძალა იყოს შიგნით, ძალაუფლების განაწილების პროპორცია იყოს განსხვავებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა ქვეყანაში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG