Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში მეშვიდე დღეა აპროტესტებენ ჩინეთის ინვესტიციებს


ყაზახეთის სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ ჟანაოზენში ათობით აქტივისტი მეშვიდე დღეა აგრძელებს პროტესტს ჩინეთის ინვესტიციების და ინდუსტრიული პროექტების წინააღმდეგ, იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი ემზადება პეკინში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტისთვის.

9 სექტემბერს დემონსტრანტებმა ჟანაოზენის ცენტრში მოიყარეს თავი და მთავრობას მოსთხოვეს, შეწყვიტოს „ჩინური ექსპანსია“ ამ, ნავთობით მდიდარი ქვეყნის ქარხნებსა და სხვა პროექტებში. აქციის მონაწილეები მთავრობას სთხოვენ ინვესტიციები მოიძიოს ევროპაში, იაპონიასა და აშშ-ში, რომლებიც, მათი თქმით, „ყაზახეთში ინვესტიციებთან ერთად არ ჩაიყვანენ ათი ათასობით თავიანთ მოქალაქეს, ისე, როგორც ამას ჩინური კომპანიები აკეთებენ“.

ბოლო დღეებში ჟანაოზენში მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს აქტივისტებმა დედაქალაქ ალმა-ატაში, უდიდეს ქალაქ ნურ-სულთანსა და სხვა ადგილებში.

ყაზახეთში ანტიჩინური განწყობები ძლიერდება იმ ფონზე, როცა ვრცელდება ცნობები მკვიდრი ეთნიკური ჯგუფების, მათ შორის, ყაზახების, პრობლემებზე ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონ სინიანში. გაერომ შარშან განაცხადა, რომ 1 მილიონამდე ეთნიკური უიღური და სხვა ძირითადად მუსლიმი მკვიდრი ჯგუფები დაკავებულები არიან ე.წ. კონტრექსტრემისტულ ცენტრებში, კიდევ მილიონობით ადამიანი კი კოლონიებშია გაგზავნილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG