Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვს საფრანგეთის მინისტრები სტუმრობენ


საფრანგეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა მოსკოვში „გულწრფელი“ მოლაპარაკება დაიწყეს თავიანთ რუს კოლეგებთან, იმ ფონზე, როცა პარიზი რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს.

რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსირების შემდეგ პირველად იმართება შეხვედრა ე.წ. 2+2 ფორმატით, რომლის ფარგლებშიც ჟან-ივ ლე დრიანი და ფლორანს პარლი ხვდებიან რუსეთის მინისტრებს, სერგეი ლავროვსა და სერგეი შოიგუს.

მოსკოვსა და დასავლეთს შორის კავშირები გაუარესდა კიდევ რამდენიმე საკითხის გამო, მათ შორის, რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის და სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის შესახებ ინფორმაციის შედეგად. მაგრამ გასულ თვეში საფრანგეთის პრეზიდენტმა იმანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უმასპინძლა მოლაპარაკებისთვის და მაღალი რანგის დიპლომატიური კონტაქტებიც აღადგინა, რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.

ლე დრიანის თქმით, მისი და პარლის მოსკოვში ვიზიტის მიზანია „გულწრფელი დისკუსიის“ გამართვა, რათა „ერთად წავიდეთ წინ ევროპაში ნდობისა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურისკენ“.

ლავროვი მიესალმა კავშირების აღდგენის საფრანგეთის მცდელობას და თქვა, რომ მოსკოვის ინტერესებში სრულად შედის მაკრონის ინიციატივები, რომლებიც „მიზნად ისახავს რუსეთ-საფრანგეთის თანამშრომლობის გაზრდას გლობალურ ასპარეზზე“, ყველა თანამედროვე საკითხის ერთობლივად გადაწყვეტის ჩვენი მცდელობის კონტექსტშიო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG