Accessibility links

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი ხელახალ არჩევნებს მოითხოვს


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი, პარტია „ამცახარის“ ლიდერი ალხას კვიცინია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. მისი განცხადებით, მეორე ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პრეზიდენტად კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები.

კვიცინიამ 9 სექტემბერს მიმართა დე ფაქტო საარჩევნო კომისიას და შედეგების ბათილად გამოცხადება მოითხოვა. დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციამ მიმართვა არ დააკმაყოფილა და ალხას კვიცინიას ურჩია, სასამართლოში იჩივლოს.

სააგენტო „ტასის“ შეკითხვას, მზად არის თუ არა, რომ მომხრეები საპროტესტო აქციებზე გამოიყვანოს, კვიცინიამ უპასუხა, რომ ოპოზიცია ყველაფრისთვის მზად არის.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა 47.38%-ით. ალხას კვიცინიას ხმა მისცა 46.19%-მა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG