Accessibility links

აშშ-მა გამოიწვია საგანგებო წარმომადგენელი ავღანეთის მოლაპარაკებებზე


აშშ-მა გამოიწვია თავისი მთავარი წარმომადგენელი ავღანეთის მოლაპარაკებებზე თალიბანთან, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა საიდუმლო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ თალიბანის ლიდერებს - ჯგუფისა, რომელმაც ახლახან ქაბულში მანქანა ააფეთქა და იმსხვერპლა 12 ადამიანი, მათ შორის, ამერიკელი სამხედრო.

სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 8 სექტემბერს სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ გამოწვეულ იქნა ზალმაი ხალილზადი - აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი ავღანეთში, რომელიც მონაწილეობდა თალიბანთან მოლაპარაკებებში. პომპეომ მიანიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები მოცემული მომენტისთვის დასრულებულია.

პომპეოს თქმით, თალიბანს „ზედმეტი მოუვიდა“ მანქანის აფეთქების ინციდენტის მოწყობით, რამაც ტრამპის გადაწყვეტილება გამოიწვია და დასძინა, რომ ექსტრემისტებზეა დამოკიდებული, შეცვლიან თუ არა თავიანთ ქცევას.

„თალიბანმა გვაჩვენა, რომ ან არ აპირებენ, ან არ შეუძლიათ უერთგულონ პირობებს, რათა... იქ ძალადობა შემცირდეს“, - უთხრა პომპეომ „ფოქს ნიუსს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG