Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო „გურიის მოამბის” რედაქტორის საქმის გამოძიებას ითხოვს


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განცხადების თანახმად, 9 სექტემბერს „გურიის მოამბის” რედაქტორმა, თეა იოსელიანმა განაცხადა, რომ მას სოციალური ქსელში უცნობი პირი შვილების მოკვლით დაემუქრა. თეა იოსელიანი მიღებულ შეტყობინებას თავის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

ქარტიის ცნობით, მუქარის შესახებ თეა იოსელიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე (მუქარის) მუხლით დაიწყო.

როგორც ქარტიის საბჭო აცხადებს, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის და უსაფრთხოების დაცვა ქვეყანაში ძლიერი, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიასაშუალებების არსებობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რაც ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ თითოეული ასეთი შემთხვევა სამართალდამცავების სათანადო ყურადღების მიღმა დარჩება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიძიოს თეა იოსელიანთან დაკავშირებული შემთხვევა, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის, შედეგების შესახებ და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში დადგეს შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG