Accessibility links

ემზარ კვიციანი: არანაირი თმენის ვალდებულება არ გამაჩნია, როცა მაგინებენ და მაფურთხებენ


„არანაირი თმენის ვალდებულება მე არ გამაჩნია, როცა მაგინებენ და მაფურთხებენ“, - განაცხადა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა 8 სექტემბერს პარლამენტის შენობასთან მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას.

„თავს დამესხა ჯგუფი, ცხვრებთან ერთად და ვიგერიებდი თავს, მაგრამ თქვენ ჟურნალისტები უკვე დამნაშავედ რომ გამომაცხადეთ, ამას როგორ ხედავთ? ეს სამართალია?" - განაცხადა ემზარ კვიციანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი სიტყვებით, ანტისაოკუპციო აქცია „სირცხვილიას“ აქტივისტებისთვის ჩივილს არ გეგმავს.

"მე არანაირად არ ვაპირებ ამ ბავშვების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას, რადგან ესენი თვითონ არიან მსხვერპლი სხვა ადამიანების", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

8 სექტემბერს ემზარ კვიციანი დაუპირისპირდა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების გასაპროტესტებლად პარლამენტთან შეკრებილ აქტივისტებს.

მოქალაქეები კვიციანს დახვდნენ შეძახილებით: „მონა!“, „მონა!“

საპასუხოდ დეპუტატმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

აქციის მონაწილეები კვიციანის დაკავებას მოითხოვდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ის იძულებით გაარიდეს შემთხვევის ადგილს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება „პარლამენტის დეპუტატ ემზარ კვიციანსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG