Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელმა დეპუტატებმა მიიღეს კანონპროექტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ


ვერხოვნა რადა
ვერხოვნა რადა

უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, „ვერხოვნა რადამ“, 10 სექტემბერს მიიღო კანონპროექტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 245-მა დეპუტატმა, აქედან 244, მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის წევრები არიან.

კანონპროექტის თანახმად, „უმაღლეს რადას“ ეძლევა უფლება, თანამდებობიდან გადააყენოს სახელმწიფო მეთაური მხოლოდ სახელმწიფო ღალატისა და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.

პარლამენტის სპიკერის დმიტრი რაზუმკოვის წინადადებით, დოკუმენტი განხილული და მიღებული იქნა მთლიანად, რაც არ საჭიროებს მის მეორე წაკითხვას. ამან აღაშფოთა ზოგიერთი დეპუტატი, რომლებიც აცხადებენ, რომ დაირღვა პარლამენტის მუშაობის რეგლამენტი და რომ მათ სჭირდებათ დრო დოკუმენტის გასაცნობად და მასში შესწორებების შესატანად.

ასეთ ბრალდებებს უარყოფს რაზუმკოვი, რომელიც აცხადებს, რომ 226 დეპუტატმა დაუჭირა მხარი იმას, რომ კანონპროექტი არ საჭიროებს დამატებით დამუშავებას.

იმპიჩმენტის შესახებ კანონპროექტი ვერხოვნა რადაში 29 აგვისტოს შეიტანა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პარლამენტმა იგი 337 ხმით, პირველი წაკითხვით, მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG