Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კომპანიის ფეისბუკგვერდს უკანონოდ იყენებენ“ - „რუსთავი 2“ განცხადებას ავრცელებს


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის განცხადებით, უკვე რამდენიმე დღეა, ტელეარხის ფეისბუკის გვერდზე სისტემატურად ჩნდება პოსტები, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის ასიათასობით მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.

„რუსთავი 2“-ს სურს, შეატყობინოს საზოგადოებას, რომ მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა, არხი ამ დრომდე ვერ ახერხებს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან ადმინისტრატორის უფლებების დაბრუნებას.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. სალიას თქმით, თავად საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის ქმედებები არის უპასუხისმგებლო და შესაძლოა, შეიცავდეს კიბერდანაშაულის ნიშნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG