Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთში ჯაშუშობაში ადანაშაულებენ მოძრაობა „რუსოფილის“ ლიდერს, ნიკოლაი მანილოვს


ნიკოლაი მანილოვი
ნიკოლაი მანილოვი

ბულგარეთის პროკურატურამ ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა მოძრაობა „რუსოფილის“ ლიდერს, ნიკოლაი მანილოვს, რომელიც რამდენიმე რუსულ ორგანიზაციას - „ორთავიან არწივსა“ და კრემლთან დაახლოებულ, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს, აწვდიდა ინფორმაციას.

მანილოვი სასამართლომ გაათავისუფლა 50 ათასი ლევის (დაახლოებით 30 ათასი დოლარის) გადახდის შემდეგ. მაგრამ, როგორც ბულგარეთის გენერალურმა პროკურორმა, სოტირ ცაცაროვმა განაცხადა, გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის მუხლით, რომელიც 5-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე დაიკითხნენ ორგანიზაცია „რუსოფილის“ სხვა თანამშრომლებიც, მათ შორის, მოძრაობის გენერალური მდივანი კრისტინა ივანოვა და საპატიო თავმჯდომარე ენჩო მოსკოვი.

არასმთავრობო ორგანიზაცია „რუსოფილი“ 2003 წელს დარეგისტრირდა. მისი თავმჯდომარე ნიკოლაი მანილოვი არაერთხელ დააჯილდოვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. 2019 წელს მას გადაეცა „მეგობრობის ორდენი“, რუს და ბულგარელ ხალხებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG