Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სანქციები დაუწესა 15 ორგანიზაციას და პირს ტერორიზმთან კავშირის გამო


მაიკ პომპეო და სტივენ მნუჩინი ბრიფინგზე თეთრ სახლში
მაიკ პომპეო და სტივენ მნუჩინი ბრიფინგზე თეთრ სახლში

აშშ-მა სანქციები დაუწესა 15 ორგანიზაციას და პირს, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავშირებული არიან ტერორისტულ ორგანიზაციებთან ან მათ დახმარებას უწევენ. სანქციების გაფართოების შესახებ დადგენილებას ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ახალი სანქციების შესახებ თეთრ სახლში 10 სექტემბერს ისაუბრეს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. გამოცხადებული იყო, რომ ბრიფინგში მონაწილეობა უნდა მიეღო ასევე პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა დღეს დილით გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.

აშშ-ის ახალ სანქციათა სიაში არიან პირები, რომლებიც ვაშინგტონის მიერ ტერორისტულად მიჩნეულ ორგანიზაციებთან: „ჰამასთან“, ალ-ყაიდასთან, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭოსთან კავშირებში არიან ეჭვმიტანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG