Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა აზერბაიჯანი სტუმრად დაამარცხა


საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების ანგარიშზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ორი ტურის შემდეგ ექვსი ქულაა. გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა შვიდი გოლი გაიტანა და ერთიც არ გაუშვია. ერთი კვირის წინ თბილისში მოუგო ლიხტენშტაინის ახალგაზრდულ ნაკრებს - 4:0. დღეს კი სტუმრად დაუპირისპირდა აზერბაიჯანს და 3:0 დაამარცხა.

„დალღა არენაზე“ გამართულ მატჩში ანგარიში ვატო არველაძემ გახსნა პირველი ტაიმის ბოლოს. შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების უპირატესობა ირაკლი ბუღრიძემ და გიორგი არაბიძემ გაზარდეს.

ქართველი ფეხბურთელები მიმდინარე შესარჩევ ციკლში უახლოეს თამაშს ისევ სტუმრად გამართავენ 11 ოქტომბერს შვეიცარიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG