Accessibility links

site logo site logo

ყაზახეთის პრეზიდენტი პეკინში ჩავიდა, მის ქვეყანაში ჩინეთის საწინააღმდეგო აქციების ფონზე


ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი პეკინში ჩავიდა ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, იმ ფონზე, როცა მის ქვეყანაში ჩინეთის საწინააღმდეგო აქციები იმართება.

ყაზახეთის პრეზიდენტის ვებსაიტის თანახმად, ტოყაევმა ვიზიტის ფარგლებში 11 სექტემბერს შეხვედრა გამართა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტთან, იან ცზეშისთან.

ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში ბოლო დღეებში იმართება აქციები ჩინეთის ინვესტიციების წინააღმდეგ. ჟანაოზენის აქციებს მხარს უჭერენ აქტივისტები დედაქალაქ ალმა-ატასა და სხვა ქალაქებში, ნურ-სულთანის ჩათვლით.

ყაზახეთში ანტიჩინური განწყობები ძლიერდება იმ ფონზე, როცა ვრცელდება ცნობები მკვიდრი ეთნიკური ჯგუფების, მათ შორის, ყაზახების, პრობლემებზე ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონ სინიანში. გაერომ შარშან განაცხადა, რომ 1 მილიონამდე ეთნიკური უიღური და სხვა ძირითადად მუსლიმი მკვიდრი ჯგუფები დაკავებულები არიან ე.წ. კონტრექსტრემისტულ ცენტრებში, კიდევ მილიონობით ადამიანი კი კოლონიებშია გაგზავნილი.

ამავე დროს, გავრცელებული ცნობებით, ყაზახეთის მთავრობა გეგმავს, ჩინეთის დაფინანსებით ააშენოს 55 ინდუსტრიული ობიექტი - რაც იწვევს შიშებს კორუფციის, ჩინეთის გავლენის გაზრდისა და მის ინვესტიციებზე გადაჭარბებული დამოკიდებულების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG