Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იწყება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა


13 სექტემბერს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება. პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს.

კომისია 13-დან 30 სექტემბრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სულ 11 საჯარო შეხვედრას გამართავს.

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები. განხილვაზე დასწრების საშუალება ექნება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ე.წ. ნულოვანი ბარიერით უნდა შეიცვალოს და აიკრძალოს საარჩევნო ბლოკების შექმნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG