Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა ურუშაძე საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა


ზაზა ურუშაძე
ზაზა ურუშაძე

ზაზა ურუშაძე საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს. თავისი გადაწყვეტილების თაობაზე მან კინოაკადემიის წევრებს განცხადებით მიმართა. განცხადების თანახმად, ზაზა ურუშაძის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი ბოლო დროს განვითარებული მოვლენებია, რომლებმაც მისთვის მიუღებელი ფორმა მიიღო.

„არანაირი სურვილი აღარ მაქვს, მონაწილეობა მივიღო იმ არაჯანსაღ პროცესებში, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა კინოაკადემიაში და პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის.

ნათლად გავაცნობიერე, რომ ურთიერთდაპირისპირებისა და ინტრიგების ფონზე მოგებას ფასი აღარ აქვს“, - ნათქვამია განცხადებაში.

2 აგვისტოს კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა კინოაკადემიის რიგგარეშე ყრილობა, რომელსაც კინოაკადემიის მოქმედი პრეზიდენტისთვის, ზაზა ურუშაძისთვის მხარდაჭერის საკითხზე უნდა ემსჯელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG