Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი 2020 წელს 5500-მდე სამხედროს განალაგებს მექსიკის საზღვარზე


პენტაგონი მექსიკის საზღვარზე 2020 წელს ხუთი ათას ხუთასამდე სამხედროს განალაგებს არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კრის მიჩელმა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა სამშაბათს მოიწონა საშინაო უსაფრთხოების სამინისტროს შესაბამისი მოთხოვნა.

ახლახან ვაშინგტონში აშშ-სა და მექსიკას შორის მოლაპარაკებები გაიმართა მიგრაციის საკითხებზე შეთანხმების თაობაზე. მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარსელო ებრარდმა განაცხადა, რომ მექსიკა უარს ამბობს, იმოქმედოს, როგორც ე.წ. უსაფრთხო მესამე ქვეყანამ. ეს ნიშნავს, რომ პირებმა, რომლებსაც აშშ-ში თავშესაფრის მიღება ექნებათ გამიზნული და მექსიკის ტერიტორიას გაივლიან, ჯერ მექსიკაში უნდა მოითხოვონ თავშესაფარი.

მაგრამ ებრარდმა აღნიშნა, რომ შეხვედრა „მეგობრული“ ხასიათის იყო. და, მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით, ორ მეზობელსა და სავაჭრო პარტნიორს შორის კრიზისული ვითარება, მისი აზრით, განიმუხტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG