Accessibility links

თორნიკე მამალაძის ცნობით, თურქეთში გადასვლის უფლება არ მისცეს გიორგი მამალაძის ცოლს


მსჯავრდებული სასულიერო პირის, გიორგი მამალაძის ძმა „ფეისბუკზე“ წერს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან მისი ოჯახის დევნის შესახებ.

„სახელმწიფო უკვე ზღვარგადასული მეთოდებით ებრძვის ჩემს ოჯახს. დღეს მამაოს მეუღლე და ჩემი მეუღლე სარფში თურქეთის მხარეს გადადიოდნენ, იმისთვის, რომ ბავშვებისთვის სასკოლოდ რაღაცები ეყიდათ იაფად. გაურკვეველი მიზეზით ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვარზე არ გადაუშვეს. ეს უკვე არის მთელი ჩვენი ოჯახის დევნა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან. ამით მაინც ვერ დაგვაშინებთ და მოვითხოვ ოფიციალურად პასუხს ამაზე!“ - აღნიშნავს თორნიკე მამალაძე.

2017 წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2018 წლის თებერვალში, საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. 2018 წლის აგვისტოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ უარი თქვა ადვოკატების საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG