Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ქალაქ გიუმრიში იპოვეს რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურის გვამი


რუსეთის სამხედრო ბაზა გიუმრიში.
რუსეთის სამხედრო ბაზა გიუმრიში.

სომხეთის ქალაქ გიუმრიში რუსეთის არმიის 23 წლის სამხედრო მოსამსახურის გვამი იპოვეს. ამის შესახებ სააგენტო ტასი იტყობინება სომხეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, რუსეთის 102-ე ბაზის ჯარისკაცის სხეულზე არის ძალადობის, კერძოდ, ჭრილობების კვალი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. დაღუპულის ვინაობა და მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

2015 წელს გიუმრიში დახოცეს ავეტისიანების ოჯახის წევრები, მათ შორის, 6 თვის ბავშვი. ამ საქმეზე სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 102-ე ბაზის სამხედრო მოსამსახურე ვალერი პერმიაკოვს. 2017 წელს, გიუმრელთა პროტესტის მიუხედავად, პერმიაკოვი რუსეთს გადასცეს.

იმავე წელს გიუმრიში მოკლეს რუსეთის არმიაში კონტრაქტით მომუშავე დმიტრი იალპაევი. ის მოკლა ადგილობრივმა მოსახლემ, რომელსაც, როგორც მოგვიანებით დაადასტურა გამოძიებამ, ფსიქიკური აშლილობის ნიშნები აღმოუჩინეს.

2017 წლის ბოლოს გიუმრიში კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა - დაიღუპა 57 წლის ქალი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 102-ე ბაზის სამხედრო მოსამსახურე.

რუსეთის სამხედრო ბაზა სომხეთის ტერიტორიაზე 1995 წლის საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზეა განთავსებული. 2010 წელს დოკუმენტში შეიტანეს ცვლილებები, რომელთა საფუძველზე ქალაქში რუსეთის სამხედროების ყოფნის ვადა 2044 წლამდე გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG