Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლაე პოპესკუ: კიშინოვი არ გადახედავს ევროკავშირთან და ნატოსთან შეთანხმებებს


ნიკოლაე პოპესკუ
ნიკოლაე პოპესკუ

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლაე პოპესკუმ მოსკოვში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ კიშინოვი არ გადახედავს ევროკავშირთან და ნატოსთან შეთანხმებებს. პოპესკუმ ეს კომენტარი 11 სექტემბერს გააკეთა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრაზე. მან ასევე თქვა, რომ მოლდოვა არ აპირებს გადახედოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში.

მოლდოვა მრავალი წლის განმავლობაში ისწრაფვის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ. ამ ხნის მანძილზე მოსკოვი ცდილობს დაარწმუნოს კიშინოვი, რომ შეუერთდეს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს, რომელშიც შედიან სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და რუსეთი.

მანამდე პოპესკუმ თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის მხარდაჭერა მთავარ პრობლემად რჩება კიშინოვსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG