Accessibility links

საქართველომ დაიწყო მოლაპარაკებები აშშ-თან პირდაპირი ავიამომოსვლის შესახებ


UNITED AIRLINES-ის თვითმფრინავი ჩიკაგოს აეროპორტში

აშშ-თან პირდაპირი ავიამიმოსვლის დასაწყებად, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პირველ შეხვედრას ჩიკაგოში გამართავს, აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, UNITED AIRLINES-ის წარმომადგენლებთან.

დელეგაცია, რომელსაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, ატლანტაში შეხვდება ამერიკული ავიაკომპანიის, DELTA AIRLINES-ის წარმომადგენლებსაც.

ნათია თურნავას შეფასებით, პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება ერთი მხრივ, იქნება ნათელი და ცალსახად პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯი აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე და მეორე მხრივ, იქნება კომერციულად მიმზიდველი კომპანიებისთვის.

„ვფიქრობთ, ამერიკის ბაზრის ორ ლიდერ საავიაციო კომპანიას დავარწმუნებთ, რომ პირდაპირი ფრენები არა მხოლოდ ჩვენთვისაა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი, არამედ მათთვისაც მიმზიდველი და მომგებიანი იქნება კომერციულად, რადგან ჩვენ ნამდვილად ვართ ლოგისტიკური რეგიონული ჰაბი“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.

დელეგაციის წევრის, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, გიორგი ჩოგოვაძის თქმით, რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო ერთადერთია, სადაც ბოლო წლებში საავიაციო ბაზარი უპრეცედენტოდ სწრაფად განვითარდა და 6 წლის განმავლობაში 24%-ით გაიზარდა. ჩოგოვაძის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს აეროპორტებმა მომსახურება გაუწიეს 5 033 119 მგზავრს, რაც თითქმის 4-ჯერ მეტია, ვიდრე 7 წლის წინ იყო.

პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკების დასაწყებად საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ორგანიზებაში აშშ-ის საელჩოც მონაწილეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG