Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხება


ზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდება ხორავას ქუჩაზე ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი. პროცესზე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხება მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.

მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა სხდომაზე დააყენებს სასამართლო სხდომის ნაწილობრივი საჯაროობის შუამდგომლობას. იგი მიიჩნევს, რომ საჭიროა სხდომა გასაჯაროვდეს სრულწლოვანი მოწმეების ნაწილში.

მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავეს. მას ბრალად ედება ხორავას ქუჩაზე 16 წლის დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა. კალანდია თავს დამნაშავედ არ ცნობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG