Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა ბოლტონი ჩრდილოეთ კორეისა და ვენესუელის მიმართ პოლიტიკის გამო


დონალდ ტრამპი და ჯონ ბოლტონი (მარჯვნივ) თეთრ სახლში. 2018 წ. 9 აპრილი.
დონალდ ტრამპი და ჯონ ბოლტონი (მარჯვნივ) თეთრ სახლში. 2018 წ. 9 აპრილი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში ილაპარაკა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავისი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის განთავისუფლების შესახებ. ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა ბოლტონი ჩრდილოეთ კორეისა და ვენესუელის მიმართ პოლიტიკის გამო. მან ასევე განაცხადა, რომ ბოლტონის აზრები ხშირად არ ემთხვეოდა ადმინისტრაციის სხვა წევრებისას.

პრეზიდენტმა გაიხსენა ჩრდილოეთ კორეისადმი ბოლტონის წინადადება, უარი თქვას ბირთვულ იარაღზე ყოველგვარი წინასწარი პირობის გარეშე, და განაცხადა, რომ ესმის ამ წინადადებაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მკვეთრი რეაქცია. ბოლტონის მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს, ტრამპის თქმით, არ მოჰყვა ვენესუელაში ნიკოლას მადუროს რეჟიმის დამხობა. კერძოდ, ბოლტონი ადმინისტრაციის სხვა წევრებზე უფრო ხშირად გამოდიოდა სოციალურ ქსელებში და აცხადებდა მადუროს ოპონენტის, ხუან გუაიდოსადმი აშშ-ის სრული მხარდაჭერის შესახებ. ბოლტონი ასევე ეწინააღმდეგებოდა ირანის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერ შერბილებას. ეს წინადადება გამოითქმოდა საიმისოდ, რათა შემზადებულიყო ნიადაგი აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტების შესახვედრად.

ტრამპს არ უხსენებია რუსეთი, სადაც ბოლტონი ასევე არაერთხელ ესტუმრა თეთრი სახლის მრჩევლის სტატუსით.

ჯონ ბოლტონი სამშაბათს გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG