Accessibility links

თამარ მეარაყიშვილი შიმშილობას იწყებს


თამარ მეარაყიშვილი შიმშილობას იწყებს
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:01:35 0:00

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი შიმშილობას იწყებს და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედარს მოითხოვს. ის ამბობს, რომ მიყოვებულია ცენტრალური ხელისუფელბისგან. მესამე წელი დაიწყო, რაც თამარ მეარაყიშვილი შინაპატიმრობაშია და დახმარებას და ყურადღებას მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან. 4 სექტემბერს, ცხინვალის საქალაქო სასამართლომ ისევ დაიწყო მეარაყიშვილის საქმის განხილვა. პირველი სხდომა ახალგორში ჩატარდა. ფინანსების უქონლობის გამო სამოქალაქო ატივისტი უადვოკატოდ დარჩა.თუ მას ამჯერად ბრალი დაუმტკიცდება, მას პატიმრობა ელის. 2017 წელს, ე.წ. ლენინგორის პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილს ბრალად დასდო „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღება, ყალბი დოკუმენტის გამოყენება და ცილისწამება ადგილობრივი მმართველი პარტიის „ერთიანი ოსეთის“ მიმართ. 2019 წლის 10 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ ახალგორელმა მოსამართლემ, ფატიმა პარასტაევამ სამოქალაქო აქტივისტს მოუხსნა ყველა ბრალდება და შეზღუდვა თავისუფლად გადაადგილებაზე. თუმცა, ეს გადაწყვეტილება დე ფაქტო პროკურატურამ გაასაჩივრა ე.წ. საარბიტრაჟო სასამართლოში. თუ ეს ინსტანცია ახალგორელი მოსამართლის გადაწყვეტილებას დაეთანხმება, ე.წ. პროკურატურას შეუძლია დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოსაც მიმართოს.

XS
SM
MD
LG