Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედლინ მუნი: ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მოვახსენებთ საქართველოს პროგრესის შესახებ


ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი

ვერ გამოვხატავ სიტყვებით, რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას თანამშრომლობა, მხარდაჭერა საქართველოსადმი, მისი გზისადმი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, - განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ჩვენ დავბრუნდებით ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ოქტომბერში და ჩვენს ქვეყნებს მოვახსენებთ იმ პროგრესის შესახებ, რაც უკვე არსებობს და რა ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას, რადგან გზა დემოკრატიისაკენ არის გზა მუდმივად განვითარებადი, რადგან ვერასოდეს საბოლოოდ ვერ აღწევ დემოკრატიას. დემოკრატია ყოველთვის მიმდინარე პროცესია“, - განაცხადა მედლინ მუნმა. მისი თქმით, დემოკრატიის პროცესი განსაკუთრებით რთულია მაშინ, როდესაც საქმე ახალი დემოკრატიის ქვეყანას ეხება:

„მე მესმის იმედგაცრუებებიც, ხანდახან შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ ცვლილებები ნელი ტემპით მიმდინარეობს, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ტემპი არსებობს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ცვლილებები ხდება აქ", - აღნიშნა მედლინ მუნმა

დღეს, 12 სექტემბერს მედლინ მუნი შეხვედრებს საქართველოს პარლამენტში მართავს.13 სექტემბერს იგი ჩავა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში. იმავე დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი შეხვდება ნატოს სამეკავშირეო ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი მოინახულებს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG