Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა


„რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ბრალდებულ კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა გენერალური პროკურატურის სხვა შუამდგომლობაც და დამენიას აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

კახა დამენიასთან ერთად პროკურატურამ ბრალი წარუდგინა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას და სარეკლამო კომპანია „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG