Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იჟევსკში პატივი მიაგეს უდმურტ მეცნიერს, რომელმაც თავი დაიწვა ენობრივი პოლიტიკის გასაპროტესტებლად


ალბერტ რაზინი
ალბერტ რაზინი

ასობით ადამიანმა მიაგო პატივი უდმურტ მეცნიერს, ალბერტ რაზინს, რომელმაც თავი დაიწვა რუსეთის მიერ უდმურტიაში წარმოებული ენობრივი პოლიტიკის გასაპროტესტებლად.

უდმურტიული კულტურისა და ენის დამცველი, უდმურტეთის კულტურის მინისტრი ვლადიმირ სოლოვიოვი და იჟევსკის ქალაქის საბჭოს სპიკერი ოლეგ გარინი იყვნენ იმათ შორის, ვინც 12 სექტემბერს შეიკრიბა იჟევსკში, უდმურტეთის ეროვნულ თეატრში გამართულ ღონისძიებაზე. რაზინი 11 სექტემბერს გარდაიცვალა, რამდენიმე საათში მას მერე, რაც ცეცხლი წაიკიდა იჟევსკში რეგიონული პარლამენტის შენობის წინ, პარლამენტის სხდომის დაწყებამდე.

მას ხელში ეჭირა პლაკატი: „ხვალ თუ ჩემი ენა მოკვდება, მზად ვარ, დღეს მოვკვდე“. ადილობრივმა ხელისუფლებამ ჟურნალისტებს მოუწოდა, „არ გააშუქონ რაზინის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია, სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG