Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე: გიორგი კვირიკაშვილს ჩემთან პარტიის შექმნაზე საუბარი არ ჰქონია


მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან კომუნიკაცია ბოლო 20 წლის განმავლობაში თითქმის არ ჰქონია.

ხაზარაძის თქმით, მათ აბრალებდნენ, თითქოს კვირიკაშვილის პრემიერობის დროს პოლიტიკური ცენტრის გაკეთებას აპირებდნენ. მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველის გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა.

"მე არ ვაფასებ გიორგის [კვირიკაშვილის] მოღვაწეობას, კარგი პრემიერი იყო თუ ცუდი, ეს ყველამ ცალ-ცალკე შეაფასოს. მაგრამ ის არის ერთ-ერთი წესიერი კაცი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, კარგი მეგობარი, კარგი ოჯახის მამა და არასდროს - მე მინდა ხაზი გავუსვა და პირველ რიგში ივანიშვილმა გაიგოს - მას გადატრიალებული სიტყვა არც ბიძინა ივანიშვილზე, არც პარტიის შექმნაზე ჩემთან საუბარი არ ჰქონია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ არსებობს კაცობა და არსებობს სამართალი", - თქვა ხაზარაძემ და დასძინა, რომ კვირიკაშვილს არც ახალ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანება სურს და არც შეთავაზება გაუკეთებია მისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG