Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია მთავრობის სხდომას პირველად უხელმძღვანელებს


პრემეირ-მინისტრი გიორგი გახარია
პრემეირ-მინისტრი გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით პირველ სხდომას გამართავს საქართველოს მთავრობა. 10 საათზე დანიშნული სხდომის დღის წესრიგში 11 საკითხია.

მათ შორის პირველია ცვლილებები „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონში," ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში. ცვლილებებს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ვახტანგ გომელაური წარმოადგენს. რა სახის ცვლილებები შედის კანონმდებლობაში, მთავრობის სხდომის შემდეგ დაზუსტდება.

მინისტრთა კაბინეტის სხდომის დღის წესრიგშია საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტიც „სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით შეთანხმებისა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით დადებული შეთანხმების შესრულებაზე ოქმის ტექსტების მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე.“

დღის წესრიგშია დადგენილების პროექტები „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ,“„ურბანული რკინიგზის პროექტისთვის დაფინანსების მოზიდვის შესახებ“ და „დაბა სურამის განვითარების მიზნით ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე.“

მთავრობა განიხილავს ორი განკარგულების პროექტსაც, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზისთვის" და ფიზიკური პირის, ნიკოლოზ კვეზერელისთვის.

საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, პარლამენტმა ნდობა 8 სექტემბერს, 98 ხმით გამოუცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG