Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო


პრაქტიკულად, იდეალურთან მიახლოებული კონსტიტუცია გვაქვს, რომელშიც არის ეროვნული ღირებულებები, ჩვენი დასავლური კურსი და რეფორმების საშუალება, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ თელავში, სადაც კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო.

„როდესაც განხილვები იყო კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რასაც ოპოზიცია გვსაყვედურობდა და შემდეგ რაც აისახა ვენეციის კომისიის დასკვნაში, ეს იყო, რომ 2020 წლიდან არ გადავდიოდით პროპორციულ არჩევნებზე. ამიტომ, პრაქტიკულად იდეალურთან მიახლოებული კონსტიტუცია გვაქვს, რომელშიც არის ეროვნული ღირებულებები, ჩვენი დასავლური კურსი, რეფორმების საშუალება. ეს კონსტიტუცია გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც მოკლევადიანში იმუშავებს ძალიან კარგად და გამოადგება განვითარებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს, 13 სექტემბერს, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა თელავიდან დაიწყო. 13-დან 30 სექტემბრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია სულ 11 საჯარო შეხვედრას გამართავს. კომისიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება. პროექტით, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ე.წ. ნულოვანი ბარიერით უნდა შეიცვალოს და აიკრძალოს საარჩევნო ბლოკების შექმნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG