Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქეთევან ციხელაშვილი ზახაროვაზე: სტილი დაცულია


ქეთევან ციხელაშვილი
ქეთევან ციხელაშვილი

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადება არ ყოფილა უჩვეულო, პრინციპში, სტილიც დაცული გახლავთ“, - ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებას აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ სახელმწიფოებად შედგომის შესახებ.

„მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმეა. მათი დამოკიდებულების ხარისხი სწორედ რუსეთზე, იმ ძალაზე, რომელიც იქ ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ძალიან მაღალია იმ პირობებში, როდესაც ორივე რეგიონი ფაქტობრივად ალყაშემორტყმულია მავთულხლართებით, შეზღუდულია გადაადგილება და ოჯახები გაყოფილია“, - უთხრა ჟურნალისტებს ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა ცინიკური უწოდა ზახაროვას მოწოდებას, რომ დასავლელი პარტნიორები ადგილზე უნდა ჩავიდნენ და ვითარება საკუთარი თვალით ნახონ. „თუ საუბარი ჩასვლაზეა, იქ ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები უნდა დაუშვან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ აქვთ წვდომა. და საერთოდ, დავიწყოთ იმ ოჯახებით, რომლებიც გაყოფილი არიან და მშობლები შვილებს ვერ ნახულობენ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG