Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია გუბერნატორებს - პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება


რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან - ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარდგენა დაავალა.

„აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, უახლოეს დღეებში განსაზღვრონ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი, წარადგინონ კონკრეტული პრობლემური საქმეები, შემდგომ კი - პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა, კონკრეტული პასუხისმგებლობებით.

„თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა - პრობლემების შექმნა“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს.

მთავრობის მეთაურისა და რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების შეხვედრა დღეს, 13 სექტემბერს, გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში.

XS
SM
MD
LG