Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ ინიციატივა - ერთი ქალი საარჩევნო სიის ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის


არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ 14 სექტემბერს განაცხადა, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს „ქართული ოცნება“ პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომლის თანახმად, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო სიაში ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ჩასვამს ქალს, მიიღებს 30 პროცენტით მეტ დაფინანსებას, „სტანდარტულ“ პირობებთან შედარებით.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამის შესახებ განაცხადა რუსთავის დრამატულ თეატრში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის საჯარო განხილვის დროს, როცა პარლამენტარებს დარბაზიდან შეახსენეს, რომ აუცილებელია, პოლიტიკაში მეტი ქალი ჩაერთოს. პასუხად, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ქალები არჩევნებისას არიან „პოლიტიკური პარტიების ავანგარდში“.

„ჩვენ უნდა ვიპოვოთ მომენტი, სად იკარგებიან შემდეგ ისინი, როცა თანამდებობები კომპლექტდება და ქალებს ვეღარ ვხედავთ მაღალ პოზიციებზე“, - თქვა არჩილ თალაკვაძემ. ამასთან, მან მმართველი „ქართული ოცნების“ სახელით განაცხადა, რომ ეამაყება, რომ პარლამენტის ორი ვიცე-პრემიერი ქალია, მთავრობის შემადგენლობის ნახევარს კი ქალები წარმოადგენენ. მისივე თქმით, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილის სახით, ქალებს ძლიერი ადვოკატი გამოუჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG