Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს ნავთობის სტრატეგიულ მარაგს


აშშ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს ნავთობის სტრატეგიულ მარაგს, მსოფლიო ბაზარზე სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით.

შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასცა საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმის შემდეგ. ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ სანქცირებულია სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის გამოყენება იმ მოცულობით, რაც საკმარისი იქნება ბაზრის მომარაგებისთვის.

დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ-ისთვის ცნობილია, ვინ დგას თავდასხმის უკან და მზად არის იმოქმედოს, თუმცა, მანამდე საუდის არაბეთის მთავრობისგან გამოძიების შედეგებს ელოდება.

საუდის არაბეთის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით 15 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმის გამო, მსოფლიო ბაზარს დააკლდა ნედლი ნავთობის დაახლოებით 5%.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო იემენში მოქმედმა, ჰუთიტი მეამბოხეების გასამხედროებულმა დაჯგუფებამ, რომელსაც მხარს ირანი უჭერს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პასუხისმგებლობა ირანს დააკისრა. თეირანი თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG