Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: გაზრდილია მათი რიცხვი, ვინც ლგბტ თემის უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს


ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, ლგბტ თემის უფლებების დაცვა 27%-ისთვისაა მნიშვნელოვანი. 20%-ს კი ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს. 44 %-ისთვის ეს თემა უმნიშვნელოა. წინა წლების მონაცემებთან შედარებით, ლგბტ თემის უფლებების დაცვის მნიშვნელობა მცირედითაა გაზრდილი.

2018 წლის ივნისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ლგბტ ადამიანების უფლებებს დაცვა მნიშვნელოვნად მიაჩნდა გამოკითხულთა 24%-ს, უმნიშვნელოდ – 43%-ს, ხოლო 26%-ს ნეიტრალური დამოკიდებულება ჰქონდა.

ეს კითხვა NDI-მ 2015 წლის აპრილში ჩატარებული გამოკითხვისასაც დასვა. ლგბტ თემის უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად მაშინ 22%,-ს მიაჩნდა, უმნიშვნელოდ – 49%-ს,ნეიტრალური დამოკიდებულება კი 19%-ს ჰქონდა.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით მასში 2 131 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება არის 1, 7 %.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG