Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი ტაჯიკი და ერთი ყირგიზი მესაზღვრე დაიღუპა სასაზღვრო ინციდენტის შედეგად


შეტაკებაში დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქე
შეტაკებაში დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქე

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე მომხდარი სროლის შედეგად, სამი ტაჯიკი და ერთი ყირგიზი მესაზღვრე დაიღუპა. ინციდენტისას დაშავდა ათობით ადამიანი. შეტაკება ორი ქვეყნის სადავო ფერღანის ხეობაში 16 სექტემბერს მოხდა. სროლის შედეგად დაღუპულთა შორის არიან ტაჯიკეთის სასაზღვრო საგუშაგოს უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი რუსტამ უბაიდალოვი და ორი, 19 და 21 წლის მესაზღვრე.

ყირგიზეთი თავის მხრივ იუწყება ერთი მესაზღვრის დაღუპვისა და საზღვრის მახლობლად მცხოვრები 20 მშვიდობიანი მოქალაქის დაშავების შესახებ.

ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს სროლის ატეხვაში ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის დამაკავშირებელ სასაზღვრო რაიონში.

ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის საზღვრის სიგრძე 970 კილომეტრია. აქედან მხოლოდ 519 კილომეტრის თაობაზე არიან მხარეები ერთმანეთთან შეთანხმებული. სადავო მონაკვეთებზე მოსახლეობას შორის რეგულარულად ხდება კონფლიქტები წყლის, საძოვრებისა და მიწის გამო.

XS
SM
MD
LG