Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს შეხვდნენ


პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი
პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი და კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე ბას კლეინი „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატებს შეხვდნენ.

პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ყურადღება გაამახვილეს საქართველოს წინაშე არსებულ პრობლემებზე, საარჩევნო კანონმდებლობაში მოსალოდნელ ცვლილებებსა და ეუთოს რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე.

„საუბარი გვქონდა, ასევე, სასამართლო სისტემაზე და იმ პროცესზე, რომელიც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს, როცა ხელისუფლება შემოვლითი გზით ცდილობს დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო პოლიტიკურად მართული კადრებით. საუბარი გვქონდა, ზოგადად, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზეც. იცით, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა შეშფოთება დააფიქსირეს საზოგადოებაში პოლარიზებასთან დაკავშირებით. ჩვენს კოლეგებს განვუმარტეთ, თუ როგორ დამძიმდა ქვეყანაში ამ თვალსაზრისით ვითარება, იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ივანიშვილმა მიიღო და ქვეყანაში პრემიერად დანიშნა გიორგი გახარია“, - უთხრა ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს 17 და 18 სექტემბერს შეხვდებიან.

მონიტორინგის კომიტეტმა უნდა მოამზადოს მორიგი ანგარიში საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG