Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევთან ახლოს გადაწვეს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის სახლი


გონტარევას სახლი ხანძრის შემდეგ
გონტარევას სახლი ხანძრის შემდეგ

უკრაინის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მის სახლს, რომელიც კიევის მახლობლად მდებარეობს, შეგნებულად წაუკიდეს ცეცხლი. რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ლონდონში მყოფმა ვალერია გონტარევამ აღნიშნა, რომ 17 სექტემბერს უცნობმა პირმა აალებული მოლოტოვის კოქტეილი ესროლა მის რეზიდენციას სოფელ გორენიჩში.

გონჩარევამ რადიო თავისუფლებას გაუგზავნა ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას მის რეზიდენციაში მეხანძრეები. „ეს ნამდვილი საშინელებაა. სახლი მთლიანად არის დამწვარი“, - განაცხადა გონჩარევამ, რომელმაც ხანძარს უწოდა მისი და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმართული ბოლო უსიამოვნო შემთხვევა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ფეისბუკში გონტარევას სახლის დაწვას უწოდა „მხეცური დანაშაული“ და განაცხადა, რომ სამართალდამცველისათვის ეს საქმე პრიორიტეტული უნდა გახდეს. „უკრაინაში ყველამ უნდა იგრძნოს თავი დაცულად, მიუხედავად ამჟამინდელი თუ უწინდელი პოზიციისა და პოლიტიკური შეხედულებისა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვალერია გონტარევა უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მუშაობდა 2016 წელს, იმ დროს, როდესაც მოხდა ოლიგარქ იგორ კოლომოისკის კუთვნილებაში არსებული „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია.

30 აგვისტოს, როდესაც ლონდონის ცენტრში გონტარევას მანქანა დაეჯახა, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა ავარიაში დაადანაშაულა იგორ კოლომოისკი, რომელიც ბრალს უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG