Accessibility links

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო სხდომის დაწყებამდე გაიმართა საპროტესტო აქცია


თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში 20-21 ივნისის აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები იყვნენ პარტია „გამარჯვებული საქართველოსა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის“ წარმომადგენლები.

"დღევანდელი აქცია "გავრილოვის პატიმრების" გათავისუფლებას ეძღვნება. ჩვენ ერთი კვირაა აქციას ვმართავთ. დღეს კი კონკრეტულად ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესია და ცხადია, მის მიმართ სოლიდარულები ვართ. ოქრუაშვილსაც იგივეს ედავებიან, რასაც "გავრილოვის ღამის " პატიმრებს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმრები არიან", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის" ხელმძღვანელმა მანანა ანდღულაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაიწყო. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებს. სხდომას პროტესტის ნიშნად თავად ირაკლი ოქრუაშვილი არ ესწრება.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG