Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიების მომდევნო სხდომა თბილისში იგეგმება


დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია

აზერბაიჯანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიების მორიგი სხდომა ნოემბერში, საქართველოში ჩატარდება - ამის შესახებ ბაქოში ჟურნალისტებს უთხრა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კომისიის თანათავმჯდომარე ხალაფ ხალაფოვმა.

საინფორმაციო სააგენტო „ტრენდ“-ის ცნობით, ხალაფოვმა თქვა, რომ აგვისტოში დასრულდა ექსპერტების დონეზე განხილვის პირველი ეტაპი, მეორე ეტაპის შეხვედრები კი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების მუშაობა წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. მოლაპარაკება 2019 წლის მაისიდან განახლდა.

კომისიების მუშაობის განახლების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც აპრილის ბოლოს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან გზის გადაკეტვას საქართველოში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანთან შეთანხმებულია სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით ორი მესამედი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG