Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის წევრმა პატიმრების შეწყალებისას სავარაუდო კორუფციის გამოძიება მოითხოვა


დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება 19 სექტემბერს შეიტანა
დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება 19 სექტემბერს შეიტანა

პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად.

ირმა ნადირაშვილი აღნიშნავს, რომ 28 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა სხვადასხვა დანაშაულის ჩამდენი, მათ შორის, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი - რამაზ დევაძე, ასლან ბეჟანიძე და ძებნილი ზურაბ ნადირაძე.

„საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მივიღე ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ჩემ წყაროს არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა ამ კორუფციულ სქემაში ჩართული უშუალოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თუმცა ვარაუდობს, რომ მისი გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება არის შეუძლებელი. აღნიშნული წარმოადგენს ინფორმაციას შესაძლო დანაშაულების შესახებ, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ მუხლი 332) ქრთამის აღება (სსკ მუხლი 338), ქრთამის მიცემა (სსკ მუხლი 339), ზეგავლენით ვაჭრობა (სსკ მუხლი 3391), სამსახურებრივი გულგრილობა (სსკ მუხლი 342)“, - ნათქვამია ნადირაშვილის მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში.

პარლამენტის წევრი გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, გონივრულ ვადებში ჩაატაროს შესაბამისი პროცესუალური მოქმედებები და მოახდინოს კანონით დადგენილი რეაგირება დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG