Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ სასამართლოს სთხოვა, მსახიობი პაველ უსტინოვი გაათავისუფლონ, სანამ მისი სასჯელი ძალაში შევა


პაველ უსტინოვ
პაველ უსტინოვ

მოსკოვის ქალაქის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა თხოვნით, მსახიობი პაველ უსტინოვი გაათავისუფლონ, სანამ მისი სასჯელი ძალაში შევა. უსტინოვს სასამართლომ სამნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა გასული თვის საპროტესტო აქციების დროს პოლიციის წინააღმდეგ ძალადობის ბრალდებით. უსტინოვის ადვოკატმა ანატოლი კუჩერენამ ინტერფაქსს განუცხადა, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლო განიხილავს პროკურატურის მოთხოვნას წინასწარი პატიმრობიდან უსტინოვის გათავისუფლების თაობაზე, მაგრამ ეს არ მოხდება, თუკი სასჯელი გასაჩივრდება და სასამართლოში იქნება განხილული.

უსტინოვს 26 სექტემბრამდე აქვს ვადა განაჩენის გასაჩივრებისთვის, რასაც, კუჩერენას თქმით, ის გააკეთებს.

რამდენიმე დღის წინ ასამდე მსახიობმა გამართა ერთკაციანი პიკეტი უსტინოვის გათავისუფლების მოთხოვნით. რუსეთის კანონით, ერთკაციანი პიკეტისთვის არ არის საჭირო ხელისუფლების ნებართვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG