Accessibility links

დიმიტრი გაბუნია: მე ვარ ცამდე მართალი


„ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ჩემთვის, ეს ცრუ ბრალდებები, ტერორი, ჩემი ოჯახის წევრები, სამეგობრო არის განადგურებული, მე ვარ ცამდე მართალი“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ პრეზიდენტის მიერ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე.

დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პირადად აინტერესებს "ვის დაჭირდა" მისი "სახელის და გვარის გათხვრა" რის დასადგენადაც ადვოკატთა ჯგუფი უკვე მუშაობს; მისივე მოთხოვნით მიმდინარეობს "დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება". ამასთანავე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ ის ამ დღეებში მივა პროკურატურაში დაკითხვაზე და არ გამორიცხავს თავადაც შეიტანოს სარჩელი.

სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობაში ბრალდებული 3 პირი შეიწყალა, რომელთაგან 1 ძებნაში იმყოფება. შეწყალების პროცესთან დაკავშირებული პროტესტის შემდეგ კი მან შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა 19 სექტემბერს გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად.

20 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG