Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლიმატის სამიტზე გაერო ქვეყნებს მოქმედებისკენ მოუწოდებს


ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში დაიწყო მნიშვნელოვანი სამიტი კლიმატის საკითხებზე, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები სიტყვით გამოვლენ და დადებენ პირობას, რომ შეამცირებენ ნახშირორჟანგის ემისიებს.

იმ 60-მდე ლიდერს შორის, რომლებიც სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ, იქნებიან საფრანგეთის პრეზიდენტი, იმანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი.

როგორც ერთდღიანი სამიტის გახსნისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა თქვა, მყისიერად საჭიროა მოქმედება. "დედამიწა გამყინავად ყვირის - გაჩერდით", - უთხრა გუტერეშმა ლიდერებს და დასძინა: "თუ ახლავე არ შევცვლით ცხოვრების წესს, საკუთრივ სიცოცხლეს გამოვუთხრით ძირს".

სამიტზე დანიშნული არ არის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლა, თუმცა ის დარბაზში მოულოდნელად გამოჩნდა, სხვა ლიდერების მოსასმენად.

ერთდღიანი სამიტი წინ უსწრებს კლიმატის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომელიც მომავალ წელს უნდა დაიწყოს. სამიტამდე გაერომ განაცხადა, რომ 66-მა ქვეყანამ მიანიშნა მზაობაზე, 2050 წლისთვის ნულამდე დაიყვანოს ემისიები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG