Accessibility links

site logo site logo

აზერბაიჯანმა და სომხეთმა მოლაპარაკებები გამართეს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში


შეხვედრის მონაწილეები ნიუ-იორკში

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეის ფარგლებში, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლაპარაკებები გამართეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო. 24 სექტემბერს, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობდნენ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების: რუსეთის, საფრანგეთის, აშშ-ისა და, ასევე, ეუთოს სპეციალური, წარმომადგენლები.

საუბრის დროს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აზერბაიჯანული მხარისაგან მოითხოვა მთიანი ყარაბაღის შორიახლოს დაკავებული სომეხი მოქალაქეების გათავისუფლება. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამადიაროვმა შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულმა ძალებმა მოკლეს აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, რომელიც უკონტროლო ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც გზა დაებნა.

მთიანი ყარაბაღი, ოფიციალურად აზერბაიჯანის ნაწილი, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით იყო დასახლებული, სომხეთის მხარდაჭერით მოქმედმა სომეხმა სეპარატისტებმა დაიკავეს 1990-იანი წლების პირველ ნახევარში. სამხედრო კონფლიქტს 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. მნიშვნელოვანი შედეგი არ მოუტანია კონფლიქტის გადაჭრის მიზნით 27 წლის განმავლობაში წარმოებულ დიპლომატიურ ძალისხმევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG