Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი: ამერიკა არასოდეს გახდება სოციალისტური ქვეყანა


დონალდ ტრამპი გაეროს ტრიბუნაზე
დონალდ ტრამპი გაეროს ტრიბუნაზე

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკის წინაშე მდგარ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს „სოციალიზმის აჩრდილი“, რომელიც შლის საზოგადოებებს და ქვეყნებს.

„ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს, რომ სოციალიზმი და კომუნიზმი არ არსებობს სამართლიანობისა და თანასწორობისათვის, არ არსებობს სიღარიბის დაძლევისთვის და, რა თქმა უნდა, არ არსებობს საზოგადოების კეთილდღეობისათვის. სოციალიზმი და კომუნიზმი ერთ მიზანს ემსახურება - მმართველი კლასის ძალაუფლებას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სოციალიზმმა და კომუნიზმმა დახოცა 100 მილიონი კაცი, ამიტომ „აშშ-ი არასოდეს გახდება სოციალისტური ქვეყანა“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG