Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურის პასუხი 20-21 ივნისს დაშავებულთა დაზარალებულად ცნობის მოთხოვნაზე


საქართველოს პროკურატურა ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელიც 20-21 ივნისის საპროტესტო მიტინგზე დაშავებულთა დაზარალებულად ცნობას მოითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციამ პროკურატურას 19 სექტემბერს მიმართა.

„აღნიშნული საქმის ფარგლებში გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ჩადენილი ძალადობითა და იარაღის გამოყენებით. მოცემული პირების მიმართ გამოძიების მიერ დანიშნულია შესაბამისი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზები, რომლითაც უნდა დადგინდეს აღნიშნული პირებისათვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი, მათი გამომწვევი მიზეზი და შესაბამისი საშუალებები. გამოძიება აქტიურად სწავლობს სპეციალური საშუალებების გამოყენებისა სამართალდამცავთა მხრიდან - ხომ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობის დარღვევას. შესაბამისად, ყველა მტკიცებულების მოპოვებისა და სასამართლო-სამედიცინო დასკვნის საფუძველზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება აქციის მონაწილე პირების დაზარალებულად ცნობის თაობაზე“, - განაცხადეს პროკურატურაში.

საიას შეფასებით, 20-21 ივნისს საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის არაპროპორციული საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშლის მოწმე.

ორმა ადამიანმა დაკარგა მხედველობა ცალ თვალში, რამდენიმე პირი მძიმედ დაშავდა, სხეულის დაზიანება მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა და მედიის წარმომადგენელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG